LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძე: „არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი – არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას“

949
ნატა ფერაძე - პუბლიკას ფოტო

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც, სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხა, სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრთხის მიუხედავად, საქართველოს დატოვებას არ გეგმავს და ამასთან, აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და არაფერს ნანობს.

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნატა ფერაძე: „პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი – არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ ამ პროტესტს დავეხმარე“

„დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მით უმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და „შეურაჯღობა“ არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.

„გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე“ – ნატა ფერაძემ უსაფრთხოების მიზნით, დროებით სახლი დატოვა

ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა

სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.

დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)

ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ჰკითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე.

ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ.

დანარჩენი – ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ“, – წერს ნატა ფერაძე.

დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე,…

Posted by Nata Peradze on კვირა, 14 იანვარი, 2024

„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან

„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ – კოკა მორგოშია 

ცნობისათვის, პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლისკენ მსვლელობით 10 იანვარს გაემართნენ. მსვლელობის მიზეზი სამების ეკლესიაში წმ.მატრონას ხატზე, რომელზედაც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტი გახდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა.

ამავე თემაზე:

საქართველოს საპატრიარქო – ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი 

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები