სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა.
როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მისამართით მუქარები მას შემდეგ არ წყდება, რაც მან 9 იანვარს ვიდეოკადრები გაავრცელა.
ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს
ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზედაც სტალინია გამოსახული.
ნატა ფერაძის განცხადებით, მან საპატრულო პოლიციას გააცნო ის მუქარის „მესიჯები“, რომელიც მიიღო. მისი თქმით, პოლიციის გამოძახების შემდეგ ის განყოფილებაში წაიყვანეს.