LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატახტარის ლიმონათი” ახალი შეფუთვით გამოვიდა

135

„ნატახტარის ლიმონათმა“ მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ”ნატახტარის ლიმონათი” ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოვიდა.

”სარეალიზაციო ქსელში უკვე გავუშვით  მსხლისა  და ტარხუნის არომატი 0,5-ლიტრიან პეტის შეფუთვაში. პროდუქციის ღირებულება კი ერთი ლარია. ვფიქრობთ, ეს მოცულობა მოსახერხებელი იქნება როგორც ტრადიციულ ოჯახურ სადილზე, ასევე ინდივიდუალური მოხმარებისას”, – განაცხადეს ”ნატახტარის ლიმონათში”.

მათივე ინფორმაციით,  ახალ შეფუთვასთან დაკავშირებით კომპანიამ ახალი ვიდეო რგოლიც შეიმუშავა, რომელიც სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა. ვიდეო რგოლზე სარეკლამო სააგენტომ  BetterFly|DDB იმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g