მსახიობი ნატალი პორტმანი ორსულად არის. ვარსკვლავი პაპარაცებმა ჰოლივუდის ქუჩებში შვილთან ერთად სეირნობისას გადაიღეს. დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ მსახიობის წამოზრდილი მუცელი შენიშნოთ.
35 წლის პორტმანი შვილთან ერთად პიცერიაში შევიდა, საიდანაც ერთი საათის შემდეგ გამოვიდნენ. ნატალის შორტები და მაისური ეცვა, რომელიც მის მომრგვალებულ მუცელს არ მალავდა.
სიახლის შესახებ არც მსახიობს და არც მის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცოტა ხნის წინ მედია წერდა, რომ ნატალისა და მისი ქმრის ურთიერთობაში კრიზისი იყო. ბენჟამენმა საკმაოდ პრესტიჟული სამსახური დაკარგა და დეპრესია დაეწყო. მას შემდეგ კი რაც გაიგო, რომ ზურგსუკან „მისტერ პორტმანს“ უწოდებდნენ, ცოლს გადაღებებზე გაყოლაზე უარი უთხრა.