ოსკაროსანი ნატალი პორტმანი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში ოჯახთან ერთად. ამჯერად მსახიობმა სააღდგომო ღონისძიებაში 5 წის ვაჟთან, ალეფთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ეს სააღდგომო კვერცხებზე ნადირობის ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და თამაში ძირითადად საბავშვო ცენტრებსა და მოედნებზე იმართება. თამაშს გასართობი და საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან კვერცხებს ძირითადად ისტორიული ობიექტების ტერიტორიაზე მალავენ.
სწორედ ამ სააღდგომო რიტუალში მიიღო მონაწილეობა პორტმანმა შვილთან ერთად. ფოტოები პარიზში, Palais Royal-ის ტერიტორიაზეა გადაღებული.