LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ ხელისუფლება დაინდეს, მე უარესებს ვიტყოდი“ – გიორგი რუხაძე

174
გიორგი რუხაძე

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე „ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ხელისუფლება დაინდეს“. როგორც გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „თავად რომ ყოფილიყო, უარესებს იტყოდა“.

გიორგი რუხაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, „ჰელსინკის კომისიის“ წევრების შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათვლილი.

ნატალი საბანაძე: პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

„მართლა ვინმეს ჰგონია, რომ იქ დამსწრე საზოგადოებამ, სენატისა და კონგრესის წევრებმა, არ იცოდნენ საქართველოში რა ხდება და ბატონი ჩხიკვაძისგან და ქალბატონი საბანაძისგან გაიგეს? მგონია, რომ იმ ორმა ადამიანმა საქართველოს ხელისუფლება დაინდო. მე რომ ვყოფილიყავი, უარესებს ვიტყოდი და უარესებსაც იმსახურებენ. შიდა მოხმარებისთვის იყო ის გზავნილები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა. თურმე არიან ჩამშვებები, დავბრუნდით ხომ საბჭოთა კავშირში, ქურდულ მენტალიტეტში და ძველი ბიჭების სამყაროში? „ჩამშვები“ ვინ არის და „კაი ბიჭი“ ვინ არის, ეს საუბარი არასერიოზულია. ამომრჩეველმა სწორად უნდა შეაფასოს და დაინახოს, თუ რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. თავი სერიოზულ ადამიანებად წარმოუდგენიათ პაპუაშვილს და კობახიძეს? სერიოზული ადამიანების მხრიდან ასე საუბარი „ჰელსინკის კომისიის“ მომხსენებლებზე უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე ხალხმა არ შეცვალა და ქვეყანა არ დააბრუნა დემოკრატიულ გზაზე, ამას კატასტროფული გავლენა ექნება ქვეყნის მომავალზე.

„ის კი არ არის სამწუხარო, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სასჯელს იმსახურებენ, აშშ ამაზე უკვე ფიქრობს და ნაბიჯებსაც უკვე დგამს, არამედ სამწუხარო ისაა, რომ პირველად, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, პირველად საქართველოს 33 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველო განხილული იყო, როგორც სანქციების პრეტენდენტი ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება გადაიხედოს და თავისუფალი სამყაროს მეგობრების კალათიდან გადავიდეს ავტორიტარული რეჟიმების სივრცეში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული. თუ ტრაექტორია არ შეიცვალა, თუ საქართველოს ხელისუფლება ხალხმა არ შეცვალა არჩევნებზე და ქვეყანა არ დააბრუნა დემოკრატიის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამას კატასტროფული გავლენა ექნება ამ ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. კონგრესში ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.

ბექა ოდიშარია: „დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ, კიკუ თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა.. ვეუბნები საბანაძეს, ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება, იქ ვისაც ექლესებოდა კი ხედავდით“

ირაკლი კობახიძე: „გუშინ კონგრესში ჩვეულებრივი ღალატი ვიხილეთ, ვანო და ნატალია, „სერგო ორჯონიკიძეები“ საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ბოლშევიკური ღალატი“

მიხეილ დაუშვილი: „ნატა საბანაძე მრჩეველი იყო, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, მის განცხადებებს კი ვიზიარებ.. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატია გაანადგურა“

„უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია – კონგრესმენი ჯო უილსონი

„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი

,,საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონს შეერთებულ შტატებთან არანაირი კავშირი არ აქვს” – მეთიუ მილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები