დიზაინერი და კულინარი, ნატალია ჩხეიძე სოციალურ ქსელში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა და ყველას მოუბოდიშა, ვის მოკითხვასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ პასუხობდა. როგორც სტატუსიდან ჩანს, მას კორონა შეხვდა, რომელიც გადაიტანა და ახლა პოსტკოვიდურ პერიოდს ებრძვის, დედა კი გარდაეცვალა.
ნატალია ჩხეიძე წერს:
„მაპატიეთ… უზრდელად არ ჩამთვალოთ… აქამდე ვერ გამოვჩნდი, რადგან წერის თავიც კი არ მქონდა, ეტყობა დედაჩემის სტრესზე დამთხვეულმა პოსტკოვიდური გართულებები მომცა… პირველი დღეებია ჯერ, რაც ჩემი ცხოვრების აქამდე შემადგენელი 99.9% ჩემომეჭრა და ჩამოგვეჭრა ყველას აბსოლუტურად.მომეცა საშუალება, ჩემი და დედაჩემის განვლილი და აქამდე უდროობის გამო მივიწყებული ლამის ა დან ჰაემდე ყველაფერი გამხსენებოდა, ესეც არმია იყო მოგონებებისა, ან როგორ მოასწრო ამდენი სხვადასხვა საინტერესო ისტორიის შექმნა ყველასთან, რომელიც ამ მძიმე დღეებში მომაწვა და თან, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ჩემმა ახლობელმა მომცა საშუალება, რომ მართლაც მეგლოვა დედაჩემი. რა მაგარი რამ ყოფილა გლოვა და ტირილი… და კიდევ მერამდენედ დავრწმუნდი და ავღვფრთოვანდი ტვინის რეგენერაციის უნარით დროსთან მიმართებაში, ჰოდა… ამით იმის თქმა მინდა, რომ აქამდე ამ თემაზე ვერც კი ვწერდი უცრემლოდ, ავიღებდი ტელეფონს დავდებდი, ავიღებდი, დავდებდი, ფიზიკურად ვერ ვახერხებდი წერას უცრემლოდ, აგერ უკვე მალე ორმოციც იქნება დედაჩემის, მართლაც 40-ჯერ ნაკლებად ვტირი…
მადლობა გაზიარებული ტკივილისთვის, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანის სახიდან მოდიოდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას უკლებლივ… მიყვარხართ და თქვენმა ამდენმა გულწრფელმა და სუფთა გულით ნაჩუქარმა სიყვარულით გვერდში დგომამ მე მომცა საშუალება, რომ ამდენი ხანი უცრემლოდ დამეწერა ამხელა ტექსტი ერთიანად, მაგრამ ჭეშმარიტი მართალი კიდევ ერთი რამ ყოფილა ამ ქვეყნად, დრო მართლაც ყველაფერს ალაგებს თურმე, დედიკო… იმასაც გპირდები, რომ შენს დანატოვარ გიგანტ საქმეს ისე გავაგრძელებთ, როგორც შენ გეკადრება, დედიკო?, ვისთვის რა საზომით აღქმული გიგანტი ოღონდ, კონკრეტულად ჩვენი ოჯახის შემთხვევაში ვგულისხმობ, იმ გიგანტ შრომისმოყვარეობის, დაუზარელობის, მიზნის მიღეწევისა და რაც ყველაზე უუუუმთავრესია დე, სიცოცხლისა და სიყვარულის გენეტიკა დაგვიტოვე და არმია კიდევ იმ ემოციებისა, რაც შენ შეძლელი ზოგადად, სულ ცოცხალი მეგონები და უფრო მეტად გამიმძფრდა შეგრძნება, რომ არაფერი შემეშალოს…“