LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე: „თქვენ ამბობთ რომ ოჯახის სიწმინდეს იცავთ და ამ დროს მშობლებს შვილებს აპირისპირებთ! ჩვენ არჩევანს ჩვენ გავაკეთებთ“

199
ნატალია ყიფშიძე

მსახიობი ნატალია ყიფშიძე სოციალურ პლატფორმა instagram-ზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო ტალღას კიდევ ერთხელ ეხმაურება და გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მადლობას უხდის.

ნატალია ყიფშიძე მისი და მისი თაობის პროტესტის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს:

პირველ რიგში მინდა ვთქვა მადლობა! მადლობა რომ გუშინ ასე მყარად იდეგით! მადლობა რომ ნეობოლშევიკური პროპაგანდის მიუხედავად მე-17ე დღეა გამოდიხართ და იბრძვით იმ მომავლისთვის რომლისთვისაც 30 წლის წინ ჩემი თანატოლები აფხაზეთში რუსულ ოკუპაციურ ჯართან ბრძოლაში შეეწირნენ!

ისინი იმისთვის არ დაღუპულან რომ დღეს რუსულ ნეობოლშევიკურ კანონს ხალხის უკითხავად იღებდეს ხელისუფლება. იმისთვის არ დაღუპულან რომ საკუთარი ხელისუფლება ძალას იყენებდნენ მშვიდობიან აქტივისტებზე რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსებას.

ნატალია ყიფშიძე: ,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ და რეალურად, ჩვენი სიტყვა უნდა თქვან, რომელიც ძალიან ხმამაღალია – ჩვენ გვინდა ევროპა

ნატალია ყიფშიძე: ,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ და რეალურად, ჩვენი სიტყვა უნდა თქვან, რომელიც ძალიან ხმამაღალია – ჩვენ გვინდა ევროპა


სამშობლოს დასაცავად ერთიანად ვიბრძვით ყველა თაობა.
ის თაობა რომელიც 9 აპრილს მოესწრო.
ის თაობა რომელმაც თავი დადო აფხაზეთში.
ის თაობა რომელიც 2008 წლის ომს მოვესწარით.
ის თაობა რომელმაც მოისმინა ეს ისტორიები და არ უნდა საკუთარ თავზე გამოცდა და არც ჩვენ მშობლებს სურთ რომ გამოვცადოთ!

,,დიახ, მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ, ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა” – რას წერს ნატალია ყიფშიძე

სწორედ ამიტომ დგანან ისინი ჩვენს გვერდით. ჩვენ ვიცავთ სამშობლოს რომელიც ჩვენამდე ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად მოგვიტანა. გუშინ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ თქვენი ნამდვილი სახე რომელსაც 29 აპრილის აქციის დაანონსების შემდევ მალავდით.

ჩვენ ხშირად სხვა პარტიების სახელს გვაწერენ, ამბობენ რომ სხვა მოტივი გვამოძრავებს რაც არის აბსურდი. ჩვენი მოთხოვნაა გვყავდეს ხელისუფლება რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო! არა ლოზუნგებით არამედ საქმით იცავს ყველა ქართველისთვის სანუკვარ ტრიადას: მამული, ენა, სარწმუნოება!

ამ სიტყვაზე ვიცი რომ პასუხად მივიღებ რომ მათ მართლა უყვართ სამშობლო, ოღონდ მათი სამშობლოს სიყვარული გადის კორუფციაზე! გადის უსამართლო სასამართლოზე! გადის თავისუფალი სიტყვის ჩახშობაზე! ეს გაგვანსხვავებს და ეს სამეული აქცევს ამ კანონს რუსულად!

ზურა ყიფშიძე: „მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისე­თი ლანძღვა-გინება მივიღე, სასაცილოც კია… მწყინს, რომ ახალგაზრდებს იყენებენ“

მათ ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველოს მოქალაქე რომლის გარეშე არც მამულია არც ენაა არც სარწმუნოება.

თქვენ ამბობთ რომ ოჯახის სიწმინდეს იცავთ და ამ დროს მშობლებს აპირისპირებთ შვილებს! ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ არჩევანს და მერწმუნეთ რომ თქვენ იგივე რაც ნეობოლშევიზმი არ იქნებით ჩვენი არჩევანი!

გელოდებით ყველას დღეს აქციაზე! თუ ფიქრობდით თქვენი პოზიციის დაფიქსირებაზე და ვერ ბედავდით ახლა გაქვთ ამის შანსი – იდგეთ სწორ მხარეს და ეს არის ხალხის მხარე!“ – წერს ნატალია ყიფშიძე.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

magti 5g