LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები რომ დადიან და სიყვარულის რწმენას გვაძლევენ, მხოლოდ ამიტომ ვგრძნობ თავს იმედიანად…“

206
ნათია ფანჯიკიძე და დევი მეზურნიშვილი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს „ეკოსერვისის“ თანამშრომელზე, მებაღე დევი მეზურნიშვილზე, რომელიც გუშინდელი ტრაგიკული დღის გმირად იქცა, როდესაც დენის დარტყმების მიუხედავად, ვაკის პარკის შადრევანში შევიდა და ორი ბავშვი გადაარჩინა:

„ბევრი გმირი ჰყავს ამ ტრაგედიას – თავად ბავშვები, რომლებიც მეგობრის დახმარებას უყოყმანოდ ეცადნენ და ეს საოცარი ადამიანი, დევი მეზურნიშვილი. ბავშვების მფარველი ანგელოზი, რომელმაც საბედნიეროდ, შეუძლებელი პირობების მიუხედავად, ბავშვების ამოყვანა შეძლო, მაგრამ მათგან ერთ-ერთი გმირის, რომელიც მეგობრის  დახმარებას ცდილობდა, გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. პატარა გოგოს დაღუპვის გამო, ოჯახის შემდეგ ყველაზე ტრავმირებული დღეს ეს ადამიანია, რომელმაც ამდენი იბრძოლა ბავშვის სიცოცხლისთვის. ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები რომ დადიან და სიყვარულის რწმენას გვაძლევენ, მხოლოდ ამიტომ ვგრძნობ თავს იმედიანად“.

“მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ” – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები