6 ივლისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი არც მეტი, არც ნაკლები – 50 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის იყო მეუღლის, გიორგი ფრუიძის თბილი სიტყვები:
„გილოცავ, ჩემო გულო
ბედნიერი და ჯანმრთელი მეყოლე უთვალავ წელიწადს…“

თავად ნათიამ კი დღეს გადაუხადა მადლობა ყველას დაბადების დღის მილოცვისთვის და აღნიშნა:
„ასე მოულოდნელად გავხდი 50 წლის. ყველას ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხართ
ჯერ ეიფორიაში ვარ და მოგვიანებით სათითაოდ ჩამოგივლით…“

