LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლაზაშვილი: „შეიძლება, ყველა ქალს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემთვის გოგიტა საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე…“

21019
natialazashvili20456

ტელეჟურნალისტი, „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი ჟურნალ „სითის“ ახალი ნომრის მთავარი გმირია. ის ვრცლად საუბრობს თავისი კარიერისა და ოჯახის შესახებ.

კითხვას, რას ემყარება მისი ოჯახური ურთიერთობის ამდენწლიანი გამოცდილება, ტელეჟურნალისტი პასუხობს:

„27 წელი გახდება ივლისში. ის ჩემი ყველაზე საიმედო ადამიანია, მყარი ზურგი. შეიძლება, ყველა ქალს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე. ყოველთვის ხელს მიწყობდა და მიწყობს ყველაფერში. მეტიც, თუ საჭირო ხდება, პირველ რიგში ჩემს ინტერესებს ითვალისწინებს. მაშინაც კი, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-დან წასვლით, მისი კარიერა დადგა საფრთხის ქვეშ, პირდაპირ მითხრა, რომ მე ისე უნდა მოვიქცე, როგორც ვთვლი, რომ სწორია. ახლაც, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დავვრუნდი. მან დამარწმუნა, რომ მე მხოლოდ ერთი პროფესია მაქვს და ინტერესთა კონფლიქტის გამო არ უნდა დავზარალდე. ის კი მუშაობას სხვაგანაც შეძლებს. ის არასდროს მავალდებულებდა ან ითხოვდა ჩემგან იმას, რაც მე არ მინდა, არ მიყვარს, ან არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g