LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი – „ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა“

139
ნათია მეზვრიშვილი

ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას – კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ ნდობა ვეღარ იარსებებს, თუმცა მაინც გაჰყვებიან სამართლებრივ პროცედურებს, კერძოდ, სასამართლოს მიმართავენ და გადავლენ სარჩელის წარდგენის შემდეგ ეტაპზე.

„ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას – კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა.

რამდენიმე დღის წინ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა, ვინაიდან არსებობდა მისი განადგურების რისკი.

ნაცვლად იმისა, ცესკოს კონკრეტული პასუხი გაეცა, თუ რა ვადით ინახება ხმის მიცემის აპარატებზე და ცესკოს სერვერებზე იმ ამომრჩევლების სია, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, ცესკოს თავმჯდომარე ტელეეთერებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ.

სინამდვილეში ცესკოს ამ ინფორმაციის შენახვის წესის და ვადის განსაზღვრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს.

კონკრეტულ ოფიციალურ მიმართვაზე, კონკრეტული პასუხის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამ დანაშაულს ხელს უწყობს სასამართლოც, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია გადაუდებელი გადაწყვეტილება. ნათელია, თუ როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუს-მა, პროკურატურამ და სასამართლომ ჯერ არჩევნების გასაყალბებლად და როგორ მუშაობს ახლა კვალის დასაფარად.

ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ, ბუნებრივია, ნდობა ვეღარ იარსებებს. ბუნებრივია, ვეღარ იქნება სანდოობა, თუმცა ჩვენ მაინც მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს, სასამართლოს მივმართავთ, გადავდივართ სარჩელის წარდგენის შემდეგ ეტაპზე, რათა ყველა სამართლებრივი პროცედურა დავიცვათ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g