„უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში – მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა. კომენდანტის საათი დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
მისი განმარტებით, ასევე იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე, 21 საათიდან აკრძალული იყო.
„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.