LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა

130
ნათია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) წარმომადგენელს არტურო ბრის შეხვდა.

მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი 75 წლის წინ დაარსებული ორგანიზაციაა და ის „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებითაა განპირობებული.

ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება.

„მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტია, ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესდა და საქართველო „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული”, – განაცხადა თურნავამ.

 

magti 5g