საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება სექტორში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გამახვილდა. ასევე, შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი სადისკუსიო თემები შეეხებოდა მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომ დახვეწასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. აღინიშნა, რომ მიკროსაფინანსო სექტორის განვითარება არსებითად გააუმჯობესებს ზოგადად ფინანსური სექტორის კონკურენტუნარიანობას. გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, რაც ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
