LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა

118
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთან, Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და Schroder Investment Management North America.

ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსაც და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორისთვის. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები