LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა ნამახვანიჰესზე – უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს

126
90bfdeef-75fb-4cd3-8b0c-7415c060b1bf-640

ნამახვანიარის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ აღნიშნული ჰესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა ყველა წესის დაცვით გაიცა და ეტაპობრივად ხდება გადამოწმება და პროექტის უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა.

„გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც წყალსაცავი გააჩნია და შეუძლია ზამთრისთვის გადაინახოს წყალი და როდესაც დეფიციტური პერიოდია, შეგვეშველოს. ესაა ძირითადად ძველი სადგურები და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი, ასეთი ტიპის რეზერვუარიანი სადგური აშენდეს. კონკრეტულად „ნამახვანზე“, როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,500 გგვთ.სთ გამომუშავება, რაც ენერგიის მთლიანი მოხმარების 10%-ია, ესაა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g