LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მუხლში 60%-იანი ეკონომია გაკეთდა

82
97979983-3021901274566178-4880430733547536384-o

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის, საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მუხლში 60%-იანი ეკონომია გაკეთდა. „როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები“, – აცხადებს ნათია თურნავა და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში სწრაფად დამტკიცდება ანტიკრიზისული ბიუჯეტი.

„ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც სრულად ასახავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც ჩვენი ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული. ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების დახმარებაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე. თქვენ ხედავთ რა მასშტაბის რესურსის მობილიზება შევძელით ჩვენ ბიუჯეტში იმისთვის, რომ ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები იყოს სრულად დაფინანსებული. საუბარია 5 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტ რესურსზე. ასევე კითხვები იყო ეკონომიის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეკონომია გაკეთდა უდიდესი, 600 მილიონი ლარის და მეტის. მათ შორის, თუნდაც შრომის ანაზღაურების მუხლში. 60% საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია იმიტომ, რომ როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ძალიან სწრაფად იქნა გარე დაფინანსებაც მობილიზებული და ესეც არის ასახული ბიუჯეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g