LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

105
ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთს  შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გადახდების სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავების, ორივე ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების დაჩქარების მიზნით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მომავალში ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები