პროდიუსერი ნატო დუმბაძე „პირველ არხზე“ ჩატარებულ დებატებსა და შემდგომ სოცქსელებში გამოხმაურებების შესახებ წერს და საკუთარ მოსაზრებას მოქმედი მერის, კახი კალაძის შესახებ გამოთქვამს.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ბოდიშის მოხდით სოციალურად დაუცველებთან, ადრეც ვთქვი რომელიღაც ეთერში და ახლაც ვიტყვი, კახა კალაძეს მზითევში არ მოჰყოლია არავინ! ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაჭირვებული, ყველა დროს, მაშინ რატომ არ ყავყავებდნენ? რაც შეუძლია ამ ადამიანს აკეთებს, უკეთებს და ეხმარება ხალხს, ხელფასსაც არ იღებს!
ეს უკვე სპეკულაციაა და ამოვიდა ყელში, რა!
ძალიან ბევრი ოჯახი დღეს სარგებლობს ამ სტატუსით და აბსოლუტურად არამიზნობრივად! უფასო ვაუჩერები, უფასო სამედიცინო მომსახურება, ულიმიტო დაზღვევა, ფულადი დახმარება, უფასო წრეები და ეს იმ ფონზე, როცა იგივე ასაკის ხალხი 400 ლარზე ვირივით მუშაობს დილიდან ღამემდე. აუცილებლად უნდა გადაიხედოს სოციალური სტატუსის და ქულების მინიჭების საკითხი! ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც ყველა პირობა აქვს იმუშაოს და უბრალოდ ეზარება, ეს სტატუსი არ ეკუთვნის! გინდ 3 შვილი გააჩინოს, გინდ 10. ეს სტატუსი ეკუთვნის მარტოხელა მოხუცებულს, შშმ პირს, მართლა რომ საჭიროებს შველას და არა ყველას, ვისაც ეზარება ხელის განძრევა“.