LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნატო დუმბაძისა და მედეა მირიანაშვილის შვილები დაქორწინდნენ: „ისედაც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ახლა ერთი ოჯახი ვართ… ბედნიერებისგან ხმა მაქვს წართმეული…“

3141
2

პოპულარული პროდიუსერის, ნატო დუმბაძისა და მომღერალ მედეა მირიანაშვილის შვილები, იკა ლოლაძე და ლიზი ქარცივაძე დაქორწინდნენ. ორდღიანი ქორწილი, რომელსაც უამრავი პოპულარული სახე, მათ შორის სტეფანე, დათო გომართელი, თემურ თათარაშვილი, მანანა თოდაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, აჩიკო მეფარიძე, ნინო ძოწენიძე და სხვები ესწრებოდნენ, ყაზბეგის „რუმსში“ გაიმართა და ნამდვილ კონცერტად გადაიქცა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად ცნობილ პროდიუსერს ქორწილის დაგეგმვაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ქორწილის განმავლობაში კი ულამაზესი ჩაცმულობებით ვიხილეთ, რომლებიც საკუთარი გემოვნებითა და დიზაინით სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის შეაკერინა. ქორწილი პატარძალმა და სიძემ პატარძლის დასთან, სოფოსა და მის ქმართან ერთად დაგეგმეს.

ნატო დუმბაძე fortuna.ge-სთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შვილების პირადი სივრცე უნდა დაიცვას, მათ კი საჯაროდ გამოჩენა დიდად არ ხიბლავთ.

ნატო, გილოცავთ შვილის გაბედნიერებას. მოგვიყევით ამ შესანიშნავი დღის შესახებ…

დიდი მადლობა! ბედნიერებისგან ხმა მაქვს წართმეული! (იღიმის). მოკლედ მოგიყვებით, რადგან ჩემს შვილს არ უყვარს საჯაროობა და მე მის სურვილს პატივს ვცემ.

ჩემი და მედეა მირიანაშვილის ოჯახები დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ახლა უკვე ერთი ოჯახი ვართ, ისედაც ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ახლა კიდევ უფრო მეტად… ლიზი და იკა დიდი ხანია, ერთად არიან. ქორწილის დაგეგმვა შარშან დაიწყეს.

თავად არ მონაწილეობდი ქორწილის დაგეგმვაში?

არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია (იღიმის). ყველაფერი დაგეგმეს ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, სოფომ და მისმა მეუღლემ და ლიზიმ და მისმა მეორე ნახევარმა და ამაზე ზრუნვა შარშან დაიწყეს, რადგან ასეთ ქორწილს ნამდვილად სჭირდებოდა კარგი დაგეგმვა. ორდღიანი ქორწილი იყო.

უბედნიერესი დღეები იყო არა მხოლოდ წყვილისთვის, არამედ დამსწრეებისთვისაც, ისეთი კარგი გამოვიდა. ბედნიერებისგან ხმა მაქვს წართმეული!.. ჯერჯერობით ფოტოები არ მოუწოდებიათ და ველოდებით. ქორწილს უამრავი ჩვენი მეგობარი ესწრებოდა. დილას საუზმეზე რომ გავიღვიძეთ ყველამ ერთად, მართლაც არაჩვეულებრივი დილა იყო… ყველა ჩვენგანი ძალიან ღელავდა, მაგრამ იმხელა სითბო და სიყვარული მოიტანა თითოეულმა სტუმარმა, ეს ორი დღე დაუვიწყარად აქციეს.

ნატო, ქორწილში შესანიშნავად გამოიყურებოდი. რომელ დიზაინერს მიმართე?

სხვათა შორის, ყველაფერი, რაც ქორწილში მეცვა, ერთი სამოსი ჩემი გემოვნებით შევაკერინე ერთ არაჩვეულებრივ გოგონას, რაღაცები მომწონდა, ცოტა შევცვალე და… მეორე კი შეძენილია…

დიდი ხანია, უკვე ერთად არიან. ქორწილი ახლა გადაიხადეს. ყაზბეგი რუმსში იყო ორდღიანი. უბედნიერესი დღეები იყო, არა მხოლოდ წყვილისთვის, ისეთი კარგი გამოვიდა.

სიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს არა მხოლოდ სიძესთან, არამედ მის ოჯახთან (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები