პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი გახლავთ, კახი კალაძეს მადლობას უხდის და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ დავდე პოსტი მადლიერებაზე, მე პირადად მადლიერი ვარ ყველასი და ღმერთმა უმადურად არ მაქციოს! ახლა ამასაც იმიტომ ვწერ, რომ მინდა, მადლობა გადაუხადო კახა კალაძეს ასეთი გალამაზებული, გამწვანებული დედაქალაქისთვის და გაწეული შრომისთვის!
ვინც მიცნობს, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ არასოდეს არც ერთი მთავრობის დროს არავის “ვეტენები”, არც არასოდეს არანაირ სარგებელს ველოდები და არც მქონია არავისგან! დაუნახავი და უმადური უნდა იყო, რომ ადამიანის შრომა არ დააფასო, ვინც არ უნდა იყოს, ვისისტი და რასისტიც არ უნდა იყო!
ჰოდა, კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ჩემი ხმა კახის! ის ნამდვილად კარგი, თავდაუზოგავი, მშრომელი ქალაქის მერია!
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მეტი დაფიქრება მართებთ, მეტ მონდომებას და ზრუნვას ველოდები მათგან, აღარც კინკლაობის, აღარც პინგ პონგის და აღარც არაფრის დრო არ დარჩა, ამ არჩევნების შემდგომ მხოლოდ ხალხზე ზრუნვა უნდა დააყენონ პრიორიტეტად, მაშინ დამშვიდდება ერიც და ბერიც!“