ნატო გელაშვილი შვილიშვილის, ნინას გაქრისტიანების ამსახველ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორი საყვარელი გოგონაა მისი შვილიშვილი:
„ხითხითა და სუქანა ნინა ჭოხონელიძე გაქრისტიანდა🙏🙏❤️😌🌺🌺🌺 ბედნიერება მის შემობრძანებას მართლმადიდებლურ სამყაროში…“
აღსანიშნავია, რომ გოგონას ნათლია თავად ნატო გელაშვილია.
fortuna.ge-სთან ინტერვიუში ნატო გელაშვილის რძალმა, ანეტა ნიკურაძემ შვილიშვილებისა და კომპოზიტორის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ქალბატონი ნატო როგორ არის ჩართული შვილიშვილების მოვლასა და აღზრდაში?
ეს არის მართლა ცალკე ამბავი. ნატოს სულ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ ბიჭები ვიცი და გოგოები არაო… რადგან თავად ბიჭების დედაა… მაგრამ ახლა, კადრი რომ განახათ, როგორ არის მიწებებული ნატო ნინაზე… თავისი ურთიერთობა აქვთ. ლუკას საკუთარი ადგილი აქვს ნატოსთვის, მაგრამ ნინამ სხვა სიყვარული შემოიტანა ოჯახში… ყოველდღიურობაში ნატო ძალიან მეხმარება, ჰარმონიული დამოკიდებულება სუფევს ჩვენს ურთიერთობაში, რაც დამერწმუნებით, დიდი კომფორტია…