LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნა და ნანი ბრეგვაძის საიუბილეო წელი – დათო ოქიტაშვილი კულტურის სფეროს სიახლეებით „არტ-FM“-ში

80
datooqitashviliartfm

გადაცემის ლაივი LIVE

2 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ბატონი დათო ოქიტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, ახალ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეისაუბრა.

– ბატონო დათო, როგორ გაატარეთ თვითილოზაცია?

– უამრავი ნეგატივის მიუხედავად, თვითიზოლაციამ საკუთარ თავთან პიროისპირ დარჩენის, ყველაფრის გაანალიზების და აუჩქარებლად დაფიქრების საშუალება მოგვცა.  გამიკვირდა, თუმცა ძალიან გამიხარდა, როცა მთელი ერის გავერთიანდით და ძალიან გამიხარდება თუ ამგვარ ერთობას პანდემიის შემდეგაც შევინარჩუნოთ.

– სხვების მსგავსად კორონავირუსმა თქვენც უამრავი გეგმის შეცვლა გაიძულათ. როგორ მიიღეთ მოულოდნელი ცვლილებები და რას აპირებთ სამომავლოდ?

– პირველ რიგში, მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო კლუბური მუსიკის შემქმნელებსა და მოყვარულებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან კლუბების გახსნას. საბედნიეროდ, ჩვენ მუშაობა არ შეგვიწყვეტია, მართლაც უამრავი გეგმა გვაქვს, რომელთაც აუცილებლად განვახორციელებთ. სექტემბერში ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნას ვაპირებთ, ახლა მხოლოდ რეგულაციების მოლოდინში ვართ, რათა ზუსტად ვიცოდეთ როგორ გავმართოთ მასიური ღონისძიება დარბაზში. მანამდე კი, ღია სივრცეში ვაპირებთ საინტერესო საღამოების მოწყობას. 30 ივნისს ოპერის მომღერლებს ვუმასპინძლებთ რაბათის ციხეში, რათა მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რამდენად კარგად გავართვით თავი კორონავირუსთან ბრძოლას. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ტურისტული მარშრუტების მწვანე ზოლში მოხვდა და ზაფხულშიც უამრავ უცხოელ სტუმარს ვუმასპინძლებთ.

– ვის ელით თვის ბოლოს დაგეგმილ კონცერტზე?

– საკონცერტო პროგრამაზე ქალბატონი თამარ ივერი მუშაობს და სწორედ ის შეარჩევს სტუმრებას, რეჟისორობა კი, გოჩა კაპანაძემ ითავა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საღამო მართლაც არაჩვეულებრივი გამოვა. ძალიან საინტერესო ღონისძიება გველის ივლისის ბოლოს, რადგან ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ბათუმში გეგმავს საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნებას, რომელსაც ორმაგი დატვირთვა ექნება, რადგან 2021 წელს ქალბატონ ნანის 85 წელი შეუსრულდება და სწორედ ბათუმიდან დაიწყება მისი საიუბილეო წელი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს და პოსტსაბჭოთა ქვეყანას მოიცავს.

– საკმაოდ რთული იქნება ახალი რეგულაციების პირობებში მასშტაბური ღონისძიების გამართვა. უფრო კონკრეტულად ხომ არ არ იცით რა შეზღუდვების გათვალისწინება მოგიწევთ?

– კულტურის სფეროს მოღვაწეები ყველაზე კანონმორჩილი ადამიანები ვართ, ამიტომ სირთულეების მიუხედავად ყველა რეგულაციის მაქსიმალურად მოვერგებით, რადგან  მიუღებელია ღონისძიების გამართვა, რომელიც მაყურებელს აზარალებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები