LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილმა მცირე ხანში ძმა, დედა და მამა დაკარგა – „როგორც ქალი, მარტო ვარ…“

1127

ნატო გელაშვილმა მაია ასათიანთან იმ მციმე ორწლიანი პერიოდის შესახებ ისაუბრა, რომელიც გამოიარა. მომღერალს ერთმანეთის მიყოლებით ძმა, დედა და მამა გარდაეცვალა. ლოგინად ჩავარდნილ დედას დიდხანს უვლიდა, ამის გამო შემოქმედებითი პაუზაც გაუგრძელდა და შემოსავლის წყაროს გარეშეც დარჩა, თუმცა როგოც თავად თქვა, უფლის ნებით, ყოველთვის ჩნდებოდა თანხები, რითაც ავადმყოფ ოჯახის წევრს წამალს ყიდულობდა…

ამ პერიოდში, როგორც ნატომ აღნიშნა, მეუღლესაც გაეყარა და ახლა მხოლოდ შვილებთან ერთად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ გვერდით მამაკაცი არ სჭირდება.

ნატო გელაშვილი:

როგორც ქალი, მარტო ვარ… მე მინდა ჩემი ცხოვრება ასე, უბრალოდ, მინდა ჩემს შვილებთან ერთად ყოფნა. შიმშილი გამიჩნდა, მინდა ჩემი სისხლი. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე, როგორც ქალი, როგორც დედა, პიროვნება, ეკუთვნის ამ ორ ბიჭს. როგორც ქალი, ალბათ, სადღაც დარჩა. როგორც ქალი, უკვე შევდექი. ქალმა ნატომ დატოვა უკვე ბევრი ქალის ამოსათქმელი. თუ ეს გადაწყდა და ჩემში ეს შინაგანად მოვიდა, მირჩევნია, სხვა არ გავაწვალო. ეს არ არის სწორი. შეიძლება, მე შევიცვალე და უფრო მძიმე გავხდი. სულ მინდოდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა ჩემი შვილები. ყველანაირად სავსე ვარ… გაზაფხული სულ მოვა… ამ ეტაპზე, ასე ვარ მშვიდად. შეიძლება, უკვე ის პერიოდი მაქვს, რომ სიმშვიდე მინდა. ვერ ავხსნი, რა გავიარე. ამ წუთში ჩემთან სხვა არაფრის ადგილი არ არის. არ მინდა, ვინმე გამოვიყენო…“

https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/1564436096978409/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები