LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო მაშინ იქნება მზად შეიყვანოს სამშვიდობო მისია, როცა ომი საბლოოდ გაჩერდება – ლაშა ძებისაშვილი

148
nyrjny

ვფიქრობ, ნატო ამ ეტაპზე არ იქნება მზად უკრაინაში შეიყვანოს სამშვიდობო მისია. ამასთან დაკავშირებით, არ არსებობს კონსენსუსი, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ძებისაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრძოლის ველზე მიმდინარე დინამიკა არის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი – რაზე წავა საუბარი და რა გადაწყდება.

პოლონეთი გეგმავს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს – BBC

“ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ნატო მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება მზად შეიყვანოს თავისი ქვედანაყოფები და გამოაცხადოს სამშვიდობო მისია, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ცალსახად მიაღწევს იმ ეტაპს, როცა ომი საბოლოოდ გაჩერდება.

ეს ეტაპი მოხდება, მაშინ როდესაც უკრაინა საბოლოო გარდატეხას მოახდენს სამხედრო თვალსაზრისით და რუსეთს დაემუქრება სრული დამარცხება. როცა ქვედანაყოფები დატოვებენ იარაღს ან მასიურად ჩაბარდებიან, აქ უკვე ცალსახაა იქნება რუსეთისთვის, რომ ამ დამარცხების დაფარვა საჭირო იქნება რაიმე დიპლომატიური შეთანხმებით.

მოხდება თუ არა ამ დიპლომატიურ შეთანხმებაში ცალკე კოზირად გამოყენება ბირთვული იარაღის, ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი, რუსეთის ჯარში მასობრივად დაიწყება რღვევის პროცესი, ეს იქნება ინდიკატორი იმისა, რომ დაიწყება მოლაპარაკებები და სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდება.

ხოლო ამ მომენტში უკვე შესაძლებელია, ნატომ დაიწყოს სამშვიდობო მისიის განხორციელება, რაც გაართულებს რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების კოზირს, როგორც შანტაჟის მექანიზმს”, – განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.

კულმინაციას მალე ვიხილავთ! მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში! – ლაშა ძებისაშვილი ომის დასრულების შესაძლო სცენარზე

3 მილიონზე მეტი ლტოლვილი, 100–ზე მეტი შეწყვეტილი ბავშვის სიცოცხლე, მიწასთან გასწორებული ქალაქები და კვლავ გაუტეხელი უკრაინელები – რა სცენარით შეიძლება დასრულდეს ომი