LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას: პედრო სანჩესი

99
პედრო სანჩესი

„ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას“, – აღნიშნული განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა.

მისი განმარტებით, წლების განმავლობაში, ნატო რუსეთთან ურთიერთობაში გულუბრყვილო იყო.

„ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას და პატივს არ სცემენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის ერთიანობის მესიჯის გაგზავნა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სცენარში დაბრუნება, სადაც სხვადასხვა ქვეყანა, განსაკუთრებით კი რუსეთი, პატივს სცემს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, – აღნიშნა სანჩესმა.

NATO-ს დეკლარაცია: რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის, ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

„გადავწყვიტეთ, ახალი ზომები მივიღოთ, რათა პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა გავაძლიეროთ“ – რა წერია NATO-ს დეკლარაციაში, რომელშიც საქართველოა ნახსენები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g