LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტეთ, ახალი ზომები მივიღოთ, რათა პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა გავაძლიეროთ“ – რა წერია NATO-ს დეკლარაციაში, რომელშიც საქართველოა ნახსენები

99
ნატო 4

მადრიდში, NATO-ს სამიტზე ალიანსის ქვეყნების ლიდერების მიერ დეკლარაცია შედგა, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დეკლარაცია NATO-ს ვებგვერდზე ვრცელდება.

დოკუმენტის თანახმად, NATO-ს ლიდერები ალიანსის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, სადაც მათ შორის აზრთა გაცვლა მოხდა.

ჯო ბაიდენი: აშშ ზრდის ევროპაში სამხედრო ყოფნას – პუტინი მიზნად ისახავდა ევროპის „ფინეთიზაციას“ და ის ახლა მიიღებს ევროპის „ნატოიზაციას“

„ჩვენ, მადრიდში, შევხვდით NATO-ს ბევრ პარტნიორს, გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებთან, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. მივესალმებით იორდანიისა და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას თავდაცვის მინისტრს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დეკლარაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე შეიქმნა, რათა პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, NATO-ს მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაძლიერდეს.

„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი ზომები მივიღოთ, რათა პარტნიორებისთვის მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გავაძლიეროთ, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ.

ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და მდგრადობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერას გავაძლიერებთ.“– ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, სამიტის მონაწილეებმა მიიღესNATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“.

იენს სტოლტენბერგი: პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g