LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: აშშ ზრდის ევროპაში სამხედრო ყოფნას – პუტინი მიზნად ისახავდა ევროპის „ფინეთიზაციას“ და ის ახლა მიიღებს ევროპის „ნატოიზაციას“

129
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ევროპაში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს ახალი საფრთხეების გამო, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრასთანაა დაკავშირებული. 

29 ივნისს მადრიდში, NATO-ს საკვანძო მნიშვნელობის სამიტზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ალიანსი „გაძლიერდება ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში – ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში.“

ბაიდენმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას თქვა, რომ ვაშინგტონი აშშ-ის საზღვაო გამანადგურებლების ფლოტს, ოთხიდან ექვსამდე აძლიერებს როტაში, ესპანეთში. ასევე ის პოლონეთში შექმნის ამერიკის არმიის მე-5 კორპუსის მუდმივ შტაბ-ბინას.

აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რინ ის რუმინეთში „დამატებით საროტაციო ბრიგადას“ გაგზავნის, რომელშიც 3000 მეომარია და კიდევ 2000 ჯარისკაცი საბრძოლო ჯგუფიდან. იქვე დასძინა, რომ გააუმჯობესებს როტაციას ბალტიის ქვეყნებში.

„უხილავი თვითმფრინავების, F-35-ების ორი დამატებითი ესკადრილია გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში, დამატებით საჰაერო თავდაცვისა და სხვა საშუალებები განთავსდება გერმანიასა და იტალიაში.

ჩვენ ვაგზავნით არაორაზროვან სიგნალს… რომ NATO არის ძლიერი, შეკავშირებული და ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ ამ სამიტის განმავლობაში, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს კოლექტიურ ძლიერებას“, – თქვა ბაიდენმა.

NATO-ს ლიდერების შეხვედრის დაწყებისას აშშ-ს ლიდერმა დაამატა, რომ „ჩვენ ასეც ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.“

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ნატოს გაფართოების შესახებ –  ბაიდენის თქმით, შვედეთისა და ფინეთის მიერ გაკეთებული განაცხადი ალიანსის წევრობაზე ისტორიულია, რადგან მათ უარი თქვეს ნეიტრალურობის ტრადიციაზე და გადაწყვიტეს, შეუერთდნენ NATO-ს. ეს კი ბაიდენის თქმით, გააძლიერებს როგორც მათ, ისე თავად ალიანსს.

„მე განვაცხადე, რომ პუტინი მიზნად ისახავდა ევროპის „ფინეთიზაციას“ და ის ახლა მიიღებს ევროპის „ნატოიზაციას“

ეს კი ზუსტად ის არის, რაც მას არ უნდოდა და ამავდროულად, რაც საჭიროა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, ეს აუცილებელია.“– განაცხადა ბაიდენმა.

იენს სტოლტენბერგი: პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g