LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო რუსეთს მოუწოდებს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს

72
20181127_181127-NNHQ-flags

„მოვუწოდებთ რუსეთს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს,“ – აღნიშნულ განცხადებას ნატო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ფართომასშტაბიან გაძლიერებას ყირიმში და შეშფოთებული ვართ რუსეთის გაცხადებული გეგმით, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მოიცავს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ცნობს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ნატოში ასევე აცხადებენ, რომ „რუსეთთან ურთიერთობების ჩვეული რეჟიმისკენ დაბრუნება იქამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთის ქმედებებში მკაფიო და კონსტრუქტიული ცვლილებები არ იქნება.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g