LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა ალიანსის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის

147
მარკ რუტე

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის [NATO]ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოაქვეყნა ალიანსის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, – აღნიშნულია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.

„თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, – წერია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წლის განმავლობაში „ნატო-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდნენ, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g