LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, რომელშიც ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ: ზალკალიანი

44
დავით ზალკალიანი

“ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რომ ბოიკოტი არ არის ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული დემოკრატიისთვის. ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს,” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნავს, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

დავით ზალკალიანმა ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს, მაშინ, როდესაც ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მხარეები ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდნენ:

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დაუსრულებლად მიმდინარეობდეს ეს პროცესი მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია, ვხედავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ისეთი მიმართულებით როგორიც არის პანდემია, მთელი ევროპა ებრძვის პანდემიის ახალ მესამე ტალღას.” – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები არის კომპრომისზე დამოკიდებული და მოლაპრაკებებზე წინაპირობებით ან დათქმებით წასვლა,  მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანას ნიშნავს:

“ხელისუფლების მხრიდან ნება გამოხატულია და ეს არის უკვე დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე. საკანონმდებლო ცვლილებები, ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება, თუკი ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რომ ბოიკოტი არ არის ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული დემოკრატიისთვის. ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს, ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.” – თქვა მინისტრმა.

საქართველოს აღარ აქვს პოლიტიკური კრიზისის დრო, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ: ჯეიმს აპატურაი

შეგახსენებთ, 15 მარტიდან, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ქართული დელეგაცია ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა ევროკავშირსა და ნატოში.

magti 5g