LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

114
ირაკლი ბერაია

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა.

წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Dio magti 5g