LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობი დღეს თითქმის 6%-ით გაიაფდა

137

ნავთობის ფასი თითქმის 6%-ით გაიაფდა და 30 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 5.71 %-ით გაიაფდა და დღეს 1 ბარელი ნავთობის ფასი უკვე 29.70 დოლარია.

სამაგიეროდ გაიზარდა ოქროს ღირებულება 1,64 %-ით გაიზარდა და 18 იანვარს 1 უნცია ოქრო 1089.40 დოლარი ღირს.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს. ლარი გამყარდა.  ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 18 იანვარს  ლარი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა და 2, 4250 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0029 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6449 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g