LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობის და გაზის კორპორაცია ლონდონის ბირჟაზე განთავსებულ ბონდებს ახალი ემისიით გამოისყიდის

76

ხელისუფლება “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიერ” ლონდონის ბირჟაზე განთავსებულ სასესხო ფასიან ქაღალდებს ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით უკან გამოისყიდის. გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრის მიადგილე ირაკლი ხმალაძემ განმარტა, 2012 წელს განთავსებული აქციების გამოსყიდვის ვადა უკვე დგება, დაფარვის ვადა კი – 2017 წელია. შესაბამისად, გასულ წელს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ მოხდეს ქაღალდების გამოსყიდვა და ახალი ფასიანი ქაღალდების ემისია.

საუბარია 250 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო ფასიან ქაღალდებზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2012 წელს განათავსა. ფასიანი ქაღალდის საპროცენტო  განაკვეთი 7,125% შეადგენს. მოზიდული თანხით კორპორაციამ გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა დააფინანსა.