2018 წლის 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86,29 (+ 1,49) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,41 (+ 1,18) დოლარი/ბარელზე.
სანავთობო ბაზართან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებია აშშ-ში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8 მლნ ბარელით გაიზარდა და შეადგინა 404.00 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 0,5 მლნ ბარელით და შეადგინა 235,2 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,8 მლნ ბარელით და შეადგინა 136,1 მლნ ბარელი.