LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 100 დოლარს მიაღწიოს

73
thumbs-b-c-a773b72e63ce619d0591aa02402c48fe

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, ნავთობის სამომავლო ფასებთან დაკავშირებით, Bank of America Merrill Lynch–ის მიმოხილვას აქვეყნებს და წერს, რომ ცივი ზამთრის პერიოდში, გაზის დეფიციტმა, შეიძლება გამოიწვიოს 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ფასების ზრდა 100 დოლარამდე/ბარელზე.

„ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ევროპის, ყოფილი სსრკ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კომპანიებს შორის, „როსნეფტი“ იქნება ნავთობის ფასების ზრდის მთავარი ბენეფიციარი.

გასულ კვირას, Brent–ის მარკის ნედლი ნავთობის ფიუჩერსის ფასმა გადააჭარბა 75 აშშ დოლარს ბარელზე, ხოლო „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ევროპულ გაზის მიწისქვეშა საცავებში, გაზის მარაგები ბოლო რამდენიმე წლის მინიმალურ დონეზე დგას“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g