LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: „ბურთი ევროკავშირის მხარესაა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, მზად ვართ, ენერგორესურსების დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ“

61
Untitled design

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

„რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მოედანზეა. თუ უნდათ, ონკანი გახსნან და ეს არის. ჩვენ არავის არაფერში ვზღუდავთ. მათ შორის,ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში“, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელია „ჩრდილოეთ ნაკადის“ გადარჩენილი ხაზის გასწვრივ, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 27,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს და ის ევროპაში სრული იმპორტის დაახლოებით რვა პროცენტია.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ასრულებს თავის ვალდებულებებს. ამავე დროს, მისი თქმით, რუსეთი არ იმოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ და არ მიაწვდის ენერგორესურსებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის ფასზე შეზღუდვებს დააწესებენ.

„მათთვის, ვინც ბიზნესპარტნიორობის ნაცვლად, თაღლითობასა და შანტაჟს ამჯობინებს, ჩვენ არ ვიმოქმედებთ საკუთარი თავის ზიანის ხარჯზე“, – განაცხადა პუტინმა.

დღესვე, სიტყვით გამოსვლის დროს, პუტინმა თქვა, რომ „ჩრდილოეთ ნაკად 1“-და და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე დივერსია საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, რომლის მიზანიც კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაა:

„„ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენებზე თავდასხმა ყველაზე საშიში პრეცედენტი გახდა. ის აჩვენებს, რომ ახლა საფრთხის ქვეშ არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული ან კომუნალური ინფრასტრუქტურის ნებისმიერი კრიტიკული ობიექტი, განურჩევლად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში მდებარეობს ის, ვის მიერ არის მართული, გადის ის ზღვის ფსკერზე თუ ხმელეთზე“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები