ლონდონში, ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის 2026 წლის დაჯილდოება, BAFTA Film Awards გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად Royal Festival Hall-ში ჩატარდა, სადაც წითელ ხალიჩაზე არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი გამოჩნდა.
BAFTA 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია
ცერემონიის საპატიო სტუმრები იყვნენ პრინცი უილიამი და პრინცესა, ქეით მიდლტონი. მომავალი დედოფალი წითელ ხალიჩაზე „გუჩის“ კაბით გამოჩნდა. ეს გახლდათ ნაზი „ლუქი“ ქალური სილუეტითა და ჰაეროვანი ტექსტურით.
იმიჯი გამორჩეული იყო შთამბეჭდავი სამკაულებითაც. ქეითმა ისტორიული, Greville Diamond Chandelier, ბრილიანტის გრძელი საყურეები მოირგო სამეფო კოლექციიდან, მას ასევე ეკეთა Queen Mary’s Choker, რომელიც თავდაპირველად ყელსაბამი იყო და მოგვიანებით სამაჯურად გადაკეთდა.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ეს იყო „ოსკარ დე ლა რენტას“ პლატინისფერი მოდელი. მის სტილს „პრადას“ ბორდოსფერი, ხავერდის „კლატჩი“ ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კაბა ქეითს პირველად 2019 წელს, „ვიქტორია & ალბერტ მუზეუმში“ გამართულ 100 Women in Finance გალა-ვახშამზე ეცვა.


