LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა, 66% რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს, წინააღმდეგია – 23%

102
shutterstock_272670137

გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა, 66% რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს. წინააღმდეგია 23%.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა ზოგს არ სჯერა, რომ კრიზისის დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას“ – ამ პოზიციაზე გამოკითხულთა 97-ია. „ჩემს საზოგადოებაში სოციალური სოლიდარობის მაღალი დონეა“ – ამ მოსაზრებას 87% იზიარებს. „მჯერა რომ კრიზისის დროს ჩემი მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“- ამგვარად კი გამოკითხულთა 62% ფიქრობს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g