„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
კვლევის შედეგებით, ევროპული და ევროატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა (76 პროცენტი) და ნატოში გაწევრიანებას (69 პროცენტი).
ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-ისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება – 11%-ითსვის.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაბალი გავრცელება გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.