LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის კვლევა: 10-დან 1 მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

131
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო 1 წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. კვლევის მიხედვით, 10-დან 1 მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის.

NDI-ის კვლევის თანახმად, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაახლოებით, 10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, ხოლო ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა (65%) ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასებია.

სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს გამოკითხულთა (56%).

ამასთან, ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%). პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს (4%).

NDI – გამოკითხულთა 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, „ქართული ოცნება“ 19%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4%-მა 

ამასთან, უმრავლესობა, 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.

ინფორმაციისთვის: NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით;

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

NDI: მოსახლეობის 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს

 

პოპულალურები