LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის კვლევებს რეპუტაცია აქვს დაკარგული – კახა კალაძე

93

დედაქალაქის მერი, საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად NDI-ს გამოკვლევებს უნდობლობას უცხადებს.

„ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. მოყოლებული 2012 წლიდან ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს  ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ჩვენ გვახსოვს მათი კვლევები. 2012 წელი ავიღოთ თუნდაც. თუნდაც ყველა არჩევნები, ხო არსებობს ამისი სტატისტიკა, შეგიძლიათ აიღოთ , ნახოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები რას გვეუბნებოდა. კვლევა რა არის?!-ზოგადად, აჩვენებს მოსახლეობის განწყობას და დამოკიდებულებას. რა შედეგებით მთავრდებოდა არჩევნები?!- შესაბამისად ამით ყველაფერი არის ნათქვამი,“-განაცხადა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g