NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა, 38% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას.
29%-ს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 10%-ის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 4%-მა – არ იცის, 4%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “პატრიოტთა ალიანსია,” 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 3%-მა კი აღნიშნა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ლეიბორისტული პარტია” დგას.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.