LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის

347
ვლადიმირ პუტინი

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკის გაურესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებასა და რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის.

კვლევა დღეს, 21 აპრილს გამოქვეყნდა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია საქართველოში შემდეგი მოვლენები განვითარდეს, პროცენტები ასე განვითარდეს.

ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდეს – 80%;

პრო-რუსული პოლიტიკური ძალები გააქტიურდეს – 57%;

რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოზე – 52%.

“ახალგაზრდები ყველაზე პესიმისტურად არიან განწყობილნი. თბილისის მაცხოვრებლები პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურებაზე ყველაზე მეტად ღელავენ”, – წერია კვლევაში.

 

ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა ზოგს არ სჯერა, რომ კრიზისის დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა დაCRRC- ის საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები