LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ კითხვას გასცემს პასუხს – დავით ბაგრატიონი ბრუნდება

535
2ee711e10fa58b4a811034138250ef1f_XL

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები. სწორედ ამის გამო, როგორც ლევან მახარაშვილი ამბობს, დავით ბაგრატიონი მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

„ბოლო ხანს მიზნამიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობა მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ. ამ ინფორმაციას გააჩნია ერთადერთი მიზანი – მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვა. რატომღაც, ე.წ. დაზარალებულის მიერ ამ ფაქტის გასაჯაროება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სამოქალქო სარჩელი. მათი განმარტებით კი, თითქოს ეს ძალადობა განხორციელდა 5 წლის წინ, რაც ძალიან უცნაურია. ძალიან მარტივია დასკვნის გამოტანა – ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღდმეგ.

ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემალება გამოძიებას და ამ მოტივით დატოვა ქვეყანა. ვადასტურებ, რომ ბატონი დავითი ამ დროისთვის ნამდვილად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი გამგზავრება უკავშირდება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის უახლოეს დღეებში აპირებს დაბრუნებას, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი.

ჩემი მარწმუნებლის ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს გამოძიება და საზოგადოება მალე დარწმუნდება, რომ მთელი ეს ბრალდებები არის აბსურდი. არანაირი ძალადობა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ არ მომხდრა”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მხარაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 აპრილს, საქართველოს სამეფო სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც დავით ბაგრატიონი აცხადებს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს – “არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g