LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს” – მამუკა ბახტაძე დედაენის დღეზე

128
მამუკა-ბახტაძე

საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს დედაენის დღეს აღვნიშნავთ.1978 წლის 14 აპრილი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!,“ – ვკითხულობთ მილოცვის წერილში.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. ამ დღეს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g