LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნებისმიერი მაღალი მოდის ბრენდი ისურვებდა ბედ ბანის შემოსვას Super Bowl-ისთვის, თუმცა პუერტო-რიკოელმა არტისტმა შეარჩია…” – რა ეცვა არტისტს?

155
photo-collage.png (20)

საიუბილეო, რიგით მე-60 ,,სუპერ ბოულის” ტაიმებს შორის შესვენება მუსიკალურად, ბედ ბანიმ გააფორმა.

ფოტო/ვიდეო: სალსა-სტილში შესრულებული ჰიტი Die with a Smile – Bad Bunny-ისა და ლედი გაგას შთამბეჭდავი პერფორმანსი Super Bowl-ზე

მასშტაბურ შოუზე პუერტო-რიკოელი არტისტი ესპანური ბრენდის – Zara თეთრი ლუქით წარდგა.

ამერიკული Vogue-ის შეფასებით, ,,ნებისმიერი მაღალი მოდის ბრენდი ისურვებდა ბედ ბანის შემოსვას Super Bowl-ისთვის, თუმცა პუერტო-რიკოელმა არტისტმა შეარჩია – Zara.

ლუქს 31 წლის შემსრულებელმა ,,ადიდასის” ფეხსაცმელი შეუხამა, რომელიც ახლახან გერმანულ სპორტულ ლეიბლთან თანამშრომლობით გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ Super Bowl პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის ჩემპიონატის ფინალია, თუმცა დიდი ხანია ის მხოლოდ სპორტული მოვლენის სტატუსს გასცდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მუსიკალური შოუა, რომელიც მატჩის ტაიმებს შორის იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები