LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეილ ჰაბში ინექციური პროცედურების ჩატარება უკვე შესაძლებელია – სილამაზის აკადემია

33
page

ნეილ ჰაბი 2019 წლიდან წარმატებულად ახორციელებს თავის საქმიანობას ბაზარზე, ამასთან გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ დავჯილდოვით „მომხმარებლისთვის შექმნილი საუკეთესო გარემო და მომსახურების ნომინაცია ესთეტიკის სფეროში“ – 2023 წელს.

ნეილ ჰაბ ესთეტიკსი მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სალონურ მომსახურებას, მანიკურ-პედიკურის გარდა, მრავალწლიანი და მულტინაციონალური სტილისტების, ვიზაჟისტების, წამწამების დაგრძელების, წარბ-წამწამის ლამინირების, მიკრობლეიდინგის, პერმანენტული მაკიაჟის, სარელაქსაციო მასაჟისა და ამასთან კოსმეტოლოგის, ინექციური კოსმეტოლოგიის და დიოდური ეპილაციის მომსახურებას.

რამდენად უსაფრთხოა ინექციური პროცედურების ჩატარება?
ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების ნორმებსა და ხარისხს, შესაბამისად დღეს მინდა ხაზგასმით ვისაუბრო ორ მიმართულებაზე. ეს გახლავთ ინექციური კოსმეტოლოგია, სახის მოვლის პროცედურები და დიოდური ეპილაცია.

ნეილ ჰაბის ესთეტიკ რუმში თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ: სახის ზედაპირული წმენდა, სახის ღრმა წმენდა, ექსპრეს წმენდა – დატენიანება, პილინგ პროცედურები, მეზოთერაპია (სახის, თავის თმიანი არის), ბიორევიტალიზაცია, ბიო-რედერმალიზაცია, ბუსტერიზაცია, ფილერით კონტურული პლასტიკა, ძაფებით ლიფტინგი – მონოძაფები, ძაფებით ლიფტინგი – კოგები, ლიპოლიტიკის პროცედურები, ბოტულინოთერაპია.

პროცედურები ტარდება შვეიცარიული, იტალიური, გერმანული და უმაღლესი ხარისხის კორეული მასალით. პაციენტის მოთხოვნისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ჩვენი კოსმეტოლოგები თავად შეგირჩევენ შედეგის მისაღწევად საჭირო, სწორ მიმართულებას და ნაბიჯებს. ამასთან აუცილებელია მომხმარებლის მიერ პრე და პოსტ პროცედურული რეკომენდაციების გათვალისწინება, იქნება ეს ალკოჰოლისგან, სპასა და მზისგან თავის შეკავება თუ სხვა.

მე პირადად ჩვენი კოსმეტოლოგის წყალობით ავიხდინე ოცნება და სრულიად უმტკივნეულოდ მივიღე ჩემთვის საოცნებო ცხვირის ფორმა, ყოველგვარი გართულებების გარეშე.

რაც შეეხება ეპილაციას…

ჩვენ გვაქვს დიოდური ეპილაცია. აბსოლუტურად უმტკივნეულო, ნაკლები დასხივებით, მოყინვის ეფექტით, კეთდება გაპარსულ კანზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამედიცინო თვალსაზრისით დიოდური ეპილაცია არ არის აკრძალული მოზარდებსა ან ორსულებზე.

მომხმარებლმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პრე და პოსტ პროცედურული რეკომენდაციები, მათ შორის: რუჯისგან თავის შეკავება 4-5 დღით ადრე და შემდეგ, პროცედურამდე ზონების მაქსიმალურად გაპარსვა, რათა სხივმა კარგად ჩააღწიოს თმის ფესვში, სახის დამუშავებისას არ გამოიყენოთ პინცეტი და სხვა რჩევები რასაც მიიღებთ ჩვენი ლაზეროთერაპევტებისგან.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც იცით, ყოველდღიურად ვვითარდებით, ამჟამად ვმუშაობთ 2 საკითხზე: ვამატებთ წამწამების დაგრძელებას და წარბ-წამწამის ლამინირებას გლდანის, ვეკუას ფილიალში. ასევე სარელაქსაციო მასაჟებს დიდუბეში, ევდოშვილის ფილიალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები