LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარი ბარსასთან შეთანხმების გაგრძელებას არ ცდილობს

89

ნეიმარმა ”ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეაჩერა. ფორვარდი კატალონიურ კლუბთან შეთანხმების გაგრძელებას არ ცდილობს.

როგორც ”El Mundo Deportivo” იუწყება, 23 წლის ბრაზილიელმა მოლაპარაკება მანამდე შეწყვიტა, სანამ მისი გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემა არ გადაწყდება.

შეგახსენებთ, ბრაზილიის სასამართლომ 47 მილიონის ღირებულების აქტივები დააყადაღა. ფეხბურთელს 16 მილიონის ოდენობის თანხის დაფარვას ედავებიან.

ნეიმარის მოქმედი კონტრაქტის ვადა ”ბარსელონასთან” 2018 წლის ივნისში იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g